ირაკლი კობახიძე - გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელებაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სათანადო შედეგს უზრუნველყოფს
გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სათანადო შედეგს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის არის სრული მობილიზება და თითოეულ მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ სჭირდება სათანადო მაღალი შედეგი.
„ძალიან აქტიური მუშაობა გვაქვს შტაბში, გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც განხორციელდება და მისი განხორციელება მეორე ტურში სათანადო შედეგს უზრუნველყოფს. ძალიან აქტიურ საარჩევნო რეჟიმზე გადავალთ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გარკვეულწილად პასიურ რეჟიმში წარვმართეთ საარჩევნო კამპანია, რამაც თავისი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. ახლა იქნება სრული მობილიზება, სრული ყურადღებით მივუდგებით თითოეულ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების დაგეგმვასთან და ეს უზრუნველყოფს შესაბამის შედეგს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.