ირაკლი კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ
ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ზუსტად იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც.
„ეს არის მოცემული ფაქტი, რაც ახალი მოვლენა არ არის. ჩვენ გვახსოვს ზუსტად იგივე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაშინ ეს არ იყო წარმატებული. იმედია, არც ამ შემთხვევაში იქნება მათი ეს აგიტაცია წარმატებული. თქვენ იცით, რამდენჯერაც შედიან კონკრეტულ კაბინეტებში ეს პოლიტიკოსები, იმდენი იქიდან კონკრეტული მესიჯები გამოდის. საზოგადოებისთვისაც ცხადია, თუ რა მესიჯებით შედიან ისინი ამ კაბინეტებში და რა მესიჯებით დადიან დერეფნებში“, – განაცხადა კობახიძემ.