ირაკლი კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ მოლდოვაც აპირებს, გადაიტანოს უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ
ირაკლი კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ მოლდოვაც აპირებს, გადაიტანოს უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ

გვაქვს ინფორმაცია ჩვენი წყაროებიდან იმის შესახებ, რომ მოლდოვაც აპირებს, გადაიტანოს უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მცირე ადაპტაციით, ეს არის მოლდოვაში ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკრაინული ვერსია ობიექტურ კრიტერიუმებს შეესაბამება, არ არის მორგებული არც მმართველი გუნდის და არც ოპოზიციის ინტერესებზე.

„რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, მივიღოთ კანონი უკრაინული კანონის შესაბამისად. მთავარი არგუმენტი იცით, რაც არის – უკრაინაში მიიღეს კანონი, რომელიც არ ეფუძნება რაიმე კონტექსტს. შესაბამისად, ის ობიექტურ კრიტერიუმებს შეესაბამება, არ არის მორგებული არც ჩვენს და არც ოპოზიციის ინტერესებზე. ასეთ პირობებში მიგვაჩნია, რომ გონივრულია, უკრაინული კანონის გადმოტანა. მცირედი ადაპტაცია დაგვჭირდება, მაგრამ უკრაინულ კანონში პრინციპულადაა მოცემული ოლიგარქის ცნება და ღონისძიებები, რომლებიც დეოლიგარქიზაციისთვის უნდა იყოს მიმართული. ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი, დეფინიცია განსხვავებული ვერ იქნება. ოლიგარქად თუ ვინმეა მისაჩნევი უკრაინაში, იგივე უნდა მოხდეს საქართველოშიც. ეს არის ობიექტური კატეგორია. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია უკრაინული კანონის გადმოტანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.