ირაკლი კობახიძე - გვაქვს გონივრული ეჭვები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იდგნენ პარალელური დათვლის გაყალბების უკან
ვინც ეყრდნობოდა ყველაზე მეტად pvt-ს (პარალელური დთვლა), ეჭვებიც ყველაზე მეტად მათთან მიდის, ასევე იყვენენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც პირველები დაესხნენ თავს „სამართლიან არჩევნებს“ როგორც კი გაირკვა pvt-ს გაყალებებასთან დაკავშირებით სიმართლე, აქაც ლოგიკური ეჭვები ჩნდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დაესხნენ თავს პირველი „სამართლიან არჩევნებს“, როდესაც მათ აღიარეს სიმართლე პარალელურ დათვლასთან დაკავშრებით“.
„ჩვენ ჩვენი ეჭვები, ბუნებრივია, გვაქვს. ვინც ეყრდნობოდა ყველაზე მეტად pvt-ს (პარალელური დათვლა) ეჭვებიც ყველაზე მეტად მათთან მიდის, ასევე იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც პირველები დაესხნენ თავს „სამართლიან არჩევნებს“ როგორც კი გაირკვა pvt-ს გაყალბებასთან დაკავშირებით სიმართლე, აქაც ლოგიკური ეჭვები ჩნდება.
ეს არის ისევ და ისევ ორი რადიკალური ოპოზიციური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პარტიული ტელევიზიით და „ევროპული საქართველო“ ასევე თავისი პარტიული ტელევიზიით. თუ გაიხსენებთ, სწორედ ისინი დაესხნენ თავს პირველები „სამართლიან არჩევნებს“, როდესაც მათ სიმართლე აღიარეს pvt-სთან დაკავშირებით, მანამდე სწორედ ისინი ეყრდნობოდნენ pvt-ს, როდესაც საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალები იდგნენ pvt-ს გაყალბების უკან და ასევე 8-პროცენტიანი მაჩვენებლის გაყალბების უკან“, – განაცხადა კობახიძემ.