ირაკლი კობახიძე - გუშინდელ შეკრებასთან დაკავშირებით ყველა დარწმუნდა, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ძალიან რეალურია, ამის ყველანაირი რესურსი გვაქვს
გუშინდელ შეკრებასთან დაკავშირებით ყველა დარწმუნდა, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველანაირი რესურსი საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად.
„ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც გუშინ შეიკრიბა უამრავი ადამიანი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. რეალურად, ჩვენ გვაქვს ეს მიზანი – საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის მნიშვნელოვანი, რათა მაქსიმალურად მყარად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. გუშინდელი შეკრება იყო სწორედ ამის დემონსტრირება. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.