ირაკლი კობახიძე - გუშინ ვანო და ნატო, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ღალატი
გუშინ რაც ვიხილეთ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონგრესში მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ კონგრესში მომხდარი შეიძლება შეფასდეს ღალატად.
„გუშინ რაც ვიხილეთ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი. გუშინ ვანო და ნატო, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ღალატი. ბოლშევიკური ღალატი. სხვა სახელი არ შეიძლება ეწოდოს და ეს ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ე.წ. მოწმის სტატუსით იყვნენ მიწვეული და სიტყვით გამოვიდნენ.