საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირაკლი კობახიძე მეთაური ესტუმრა მეწარმეთა და მეღვინეთა სივრცეებს, „აისის“ პროფესიული სასწავლებლისა და მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების სტენდს გაეცნო, ასევე დაათვალიერა „საქპატენტის“ გამოფენა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით და მოსახლეობას გაესაუბრა.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში ირაკლი კობახიძე დაესწრო სომელიეთა შოუს, სადაც გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩურჩხელის ამოვლებაში. გურჯაანის ღვინის ფესტივალი მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით დასრულდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.