ირაკლი კობახიძე - გუბაზ სანიკიძე 100 000 დოლარად განაცდა, დღეს კი პარლამენტის შენობიდან სამარცხვინოდ გაიქცა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუბაზ სანიკიძემ სათანადო პასუხი მიიღო იმ განცხადებაზე, რომელიც მან პარლამენტში გააკეთა.
მისივე თქმით, გუბაზ სანიკიძე საკანონმდებლო ორგანოდან სამარცხვინოდ გაიქცა.
„სამარცხვინოდ მოუწია გაქცევა პარლამენტის შენობიდან. სათანადო პასუხი მიიღო იმ სამარცხვინო განცხადებაზე, რომელიც გააკეთა. ყველამ იცის, ვინც საქმეშია ჩახედული, მან „ნაციონალობისთვის“ აიღო 100 000 დოლარი. 100 000 დოლარად როცა ნაცი ხდები, ამაზე დიდი სირცხვილი არ არსებობს. ცემაზე არაფერი ვიცი, მე ვიცი, რომ სამარცხვინოდ გაიქცა პარლამენტის შენობიდან და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ადამიანი არის მორალური ფსკერი, ვერ იშოვა მილიონი, მაგრამ იშოვა 100 000 დოლარი, განაცდა 100 000 დოლარად. არ მიყვარს ძველბიჭური განცხადებები, მაგრამ შეიწერა საკუთარ დედაზე გუბაზ სანიკიძემ, უარყოფა უნდოდა 100 000 დოლარის. 100 000 დოლარად განაცდა და მერე საკუთარ დედასაც არ სცა პატივი. ესაა გუბაზ სანიკიძის სახე, ასეთი ადამიანები პარლამენტიდან ასეთი ფორმით უნდა გადიოდნენ – ესაა გაქცევა. ასეთი განცხადებების შემდეგ მათ პარლამენტიდან სამარცხვინო გაქცევა უნდა უწევდეთ და დღეს პარლამენტის შენობიდან სამარცხვინოდ გაქცევა მოუწია. ფიზიკური დაპირისპირება არ ვიცი, რაც ვნახე, ის არ ჩანს. მე ვნახე, რომ სამარცხვინოდ გაიქცა. ყველა „ნაცი“, რომელიც 100 000 დოლარად განაცდება, ასე უნდა გარბოდეს საქართველოს პარლამენტის შენობიდან“, – განაცხადა კობახიძემ.