ირაკლი კობახიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არიან ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებსაც არავითარი შანსი არ აქვთ, საარჩევნო ბარიერი გადალახონ, მათ თავიანთი პრობლემა აწუხებთ
ირაკლი კობახიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არიან ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებსაც არავითარი შანსი არ აქვთ, საარჩევნო ბარიერი გადალახონ, მათ თავიანთი პრობლემა აწუხებთ

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არიან რაღაც დაჯგუფებები, რომლებსაც არავითარი შანსი არ აქვთ, საარჩევნო ბარიერი გადალახონ, თავიანთი პრობლემა აწუხებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ღონისძიებაზე, „როგორ ყალბდება არჩევნები“.

„ექსტრემისტული პარტიების განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ორი ექსტრემისტული დაჯგუფება ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთებას არ საჭიროებს. ისინი არიან რაღაც დაჯგუფებები, რომლებსაც არ აქვთ არავითარი შანსი, გადალახონ საარჩევნო ბარიერი. თავიანთი პრობლემა აწუხებთ და ამიტომ ლაპარაკობენ ამ ყველაფერს. ექსტრემიზმის მთელი არსი ეს არის, რომ მუდმივად უნდა გამოდიოდე ექსტრემისტული განცხადებებით. სუს-ის წარმომადგენელი შეიძლება ჩართული იყოს ნებისმიერ პროცესში, თუ საუბარია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. არ ვიცი, ინსტიტუციურად რა როგორ ევალება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ მილიონი სპეკულაციაა და ძირითადად სპეკულაციებს ავრცელებენ ექსტრემისტული პარტიები, როგორებიც არიან „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“. ასეთი ექსტრემისტული პარტია არაერთია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.