ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარიამ ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან
გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც იყო ძალიან მძიმე ნაბიჯი მისი მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გახარიამ მოიტყუა და ეს ძალიან მძიმე ტყუილი იყო.
„გახარიამ მოიტყუა და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი, სამწუხაროდ, ეს რეჟიმი გრძელდება, ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.
ამასთან, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.