ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია ბოლივით აორთქლდა, მან კარგად იცის, რომ მოღალატეა და უპირველესად თავის თავს ემალება
გიორგი გახარიას, მოღალატის პარტიასთან გამორიცხულია თანამშრომლობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გახარიას პოლიტიკური პარტია აუცილებლად დაიშლება და მოიშლება.
„ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას. თქვენ იცით, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, ის უბრალოდ არ ჩანს, ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ 10 ათას ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მან კარგად იცის – ის არის მოღალატე. ამ არგამოჩენით, უპირველესად, თავის თავს ემალება“, – განაცხადა კობახიძემ.