ირაკლი კობახიძე - გიორგი ანწუხელიძის გმირობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს.
„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ფასდაუდებელია მსხვერპლი, რომელიც მან ჩვენი სამშობლოსთვის გაიღო. გიორგი ანწუხელიძის გმირობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე. დიდება გმირებს!“ – წერს ირაკლი კობახიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა.