ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო, მან სპორტულ სამყაროში წარუშლელი კვალი დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოჭიდავე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო.
ლევან თედიაშვილმა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფალავანმა, ორგზის ოლიმპიურმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, შორს გაუთქვა სახელი სამშობლოს და წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში.
სამძიმარს ვუცხადებ ლევან თედიაშვილის ოჯახს, ახლობლებს, გულშემატკივრებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.