ირაკლი კობახიძე - გერმანიაში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რეზოლუციაში პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური ოჯახოს მხარდაჭერა“, – განაცხადა კობახიძემ.
გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.