ირაკლი კობახიძე გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
როგორც ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, გენერალური დებატების ფარგლებში, გაერო-ს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს 25 სექტემბერს მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.