ირაკლი კობახიძე - გელათთან დაკავშირებულ საკითხს განვიხილავ კულტურის მინისტრთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს უნიკალურ საგანძურს საფრთხე არ შეექმნას
ირაკლი კობახიძე - გელათთან დაკავშირებულ საკითხს განვიხილავ კულტურის მინისტრთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს უნიკალურ საგანძურს საფრთხე არ შეექმნას

დავინტერესდები გელათის საკითხზე არსებული გარემოებებით კულტურის მინისტრთან ერთად, ვნახავ, ზოგადად რა ვითარებაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ გელათის საგანძური დაცული იყოს.

„არის შეთანხმება გაფორმებული, რომლის თანახმადაც, საპატრიარქომ აიღო პასუხისმგებლობა ამ კუთხით, თუმცა ამ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს საგანძური იყოს დაცული. შესაბამისად, დავინტერესდები, განვიხილავ კულტურის მინისტრთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს უნიკალურ საგანძურს საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა კობახიძემ.