ირაკლი კობახიძე - გასულ თვეებში სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი, როცა დასრულდება შანტაჟი, დე ფაქტო სანქციები, მაშინვე შეიძლება შედგეს ნებისმიერი შეხვედრა
გასული თვეების განმავლობაშიც იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უათხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი ერთი და იგივე იყო. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს.
„ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც, რეალურად, დასავლეთს მიანდო და აღმოჩნდა „გლობალური ომის პარტიის“ ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, მაშინვე ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა, შეხვედროდა ჯიმ ო’ბრაიენს, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა“.