ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საჭირო გახდა „თავდაცვის კოდექსში“ გარკვეული კორექტირება, თუმცა ცვლილებები არსებითი არ არის
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ საჭირო გახდა გარკვეული სახის კორექტირება, თუმცა არსებითად არაფერი იცვლება.
„ზოგადად, იცით, რომ დიდი პაკეტი არის მიღებული, თუმცა გარკვეული კორექტირება დასჭირდა ამოქმედებამდე. პირველ იანვრამდე იყო მოსასწრები ამ ცვლილებების ამოქმედება და ამის გამო დაჩქარებული წესით დაინიცირდა, თუმცა არსებითი არ არის ეს ცვლილებები. არსებითი იყო ის, რაც მივიღეთ ჩვენ ცოტა ხნის წინ, როცა ძალაში შევიდა მთლიანად თავდაცვის ახალი კოდექსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.