ირაკლი კობახიძე განათლების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს გამორიცხავს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს გამორიცხავს.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, თუ ია კერზაიას ფაქტზე რაიმე კითხვა არსებობს, ამას შესაბამისმა უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ.
„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რელევანტური იყოს განათლების მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბარი”, – განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო ოპოზიცია განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.