ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ, ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან მტრებს და მეგობრებს, გამჭვირვალობა არის, პირველ რიგში, მეგობრის პასუხისმგებლობა
გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული, მით უმეტეს, ვერ გაარჩევს გამჭვირვალობა ერთმანეთისგან მტრებს და მეგობრებს, გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე, მტერზეც და მეგობარზეც, მათ შორის კეთილსინდისიერზეც და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, გამჭვირვალობა არის, პირველ რიგში, მეგობრის პასუხისმგებლობა.
„ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის მეგობრების წინაშე პასუხისმგებლობა. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა არის, პირველ რიგში, მეგობრის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.