ირაკლი კობახიძე - გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით
გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საზოგადოებამ ღალატის დეტალებზე სრული სიმართლე უნდა იცოდეს და ძალიან საინტერესო იქნება ინფორმაცია, რომლის თქმასაც აპირებს.
„გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი დეტალებთან დაკავშირებით. ფაქტები და მტკიცებულებები თავად წარმოადგინეს, მათ შორის უკანასკნელი კვირების განმავლობაში, როცა ოთხ მუნიციპალიტეტში ღია კოალიცია შექმნეს. ამიტომ, მტკიცებულება არავის არ სჭირდება. ჩემს განცხადებას ახლა არ ვაკონკრეტებ, რადგან როცა გარკვეული უხერხულობა მოიხსნება, ვიტყვი. ახლა რომ ვთქვა, მაშინ ყველაფერი უნდა ვთქვა. მგონია, რომ საზოგადოებამ დეტალებზე უნდა იცოდეს სრული სიმართლე. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვამბობ, მაგრამ მინიმუმ უაღრესად საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც ვიტყვი. ეს დეტალები ეხება პრემიერობის პერიოდსაც, შს მინისტრობის პერიოდსაც შეიძლება, ეხებოდეს და ასევე 17-18 თებერვალსაც. უხერხულობის მოხსნას ველოდები, რომ დეტალები ვთქვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.