ირაკლი კობახიძე - გაგრძელდება ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის მეტად გამოკვეთას, ეს კი აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე
ირაკლი კობახიძე - გაგრძელდება ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის მეტად გამოკვეთას, ეს კი აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე

ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი რამდენჯერმე არის გაზრდილი, მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთას, გაძლიერებას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ეკონომიკურ ზრდაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია ცხრა მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნისთვის.

„მაგისტრალების მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენ გვქონდა საუბარი ირაკლი ქარსელაძესთან მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით, უბრალოდ წარმოუდგენელი მაჩვენებლებია. წინა ხელისუფლების პირობებს რომ შევედაროთ, მაშინ მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა ქვეყანაში. ამ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 34 კილომეტრი სიგრძის გვირაბი გაიჭრა და 22 კილომეტრი სიგრძის ხიდები აშენდა, აქ საუბარია მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე, არ არის საუბარი კობი-ქვეშეთის გვირაბზე და ა.შ.

ისე არის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი. რეალურად რამდენჯერმე არის გაზრდილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. ვისარგებლებ შემთხვევით და ირაკლი ქარსელაძეს ამისათვის განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი. მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთას და გაძლიერებას, ეს, საბოლოო ჯამში, აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ა.შ.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.