ირაკლი კობახიძე - გაერო-ს გენერალური ასამბლეა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენ წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები
მქონდა პატივი, დავსწრებოდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას, ეს უნიკალური პლატფორმა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენ წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს თანამშრომლობის მნიშვნელობას მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.
„თანამშრომლობით ხდება მშვიდობის, მდგრადი განვითარების და ადამიანის ღირსების ხელშეწყობა ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მომავლის შექმნისთვის, რომელიც ყველასათვის უზრუნველყოფს თანასწორობას, თანამშრომლობას და პროგრესს“, – წერს ირაკლი კობახიძე.