ირაკლი კობახიძე ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც დასრულების ეტაპზეა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მინისტრმა მთავრობის მეთაურს განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა სრულად განახლდა. ამჟამად მიმდინარეობს გარე სპორტული მოედნის მოწყობა.
სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სხვა შესაბამისი სივრცეები.
სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულებამ 5 მილიონ ლარამდე შეადგინა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.