ირაკლი კობახიძე - „ევროპული საქართველოს“ დანგრევისა და ჩამოშლის პირველი ავტორი გიგა ბოკერია იყო, ამისთვის დიდი მადლობა მას
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ დანგრევისა და ჩამოშლის პირველი ავტორი გიგა ბოკერია იყო.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ისე გამოვიდა, რომ გიგა ბოკერიამ საკუთარი თავი პოლიტიკას თავად ჩამოაშორა.
„მან ყველაფერი გააკეთა, რათა მისივე პარტია დაენგრია, რაც ძალიან კარგია. ამაში ხელი შევუწყვეთ და დავეხმარეთ, მაგრამ „ევროპული საქართველოს“ დანგრევისა და ჩამოშლის პირველი ავტორი გიგა ბოკერია იყო, რასაც მისი გუნდის წევრები ხედავენ. გიგა ბოკერიას ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა კობახიძემ.