ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს გაკეთდება გზავნილები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული
ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს გაკეთდება გზავნილები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები ექნება როგორც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე ასამბლეის პრეზიდენტთან.

მისივე თქმით, საქართველოს დელეგაცია აქტიურად იქნება ჩართული ასამბლეის მუშაობაში.

როგორც კობახიძე ამბობს, პლენარულ ფორმატში, ასევე საკომიტეტო ფორმატში შეხვედრებზე გაჟღერდება ის გზავნილები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან იქნება დაკავშირებული.

„იწყება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია. ბუნებრივია, ქართული დელეგაცია არის ჩართული და ამ სესიას ჩვენ გამოვიყენებთ ორმხრივი შეხვედრებისთვის. მექნება შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და ასევე ასამბლეის პრეზიდენტთან.

როგორც ყოველთვის, დელეგაცია აქტიურად იქნება ჩართული ასამბლეის მუშაობაში. არაერთი საკითხია, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება საქართველოს საკითხებს, საქართველოს ინტერესებს. ბუნებრივია, ყოველ ჯერზე ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები იქნებიან შესაბამის პანელებზე წარმოდგენილი. ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური. ჩართული ვიქნებით როგორც სესიაში, ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები.

როგორც პლენარულ ფორმატში, ასევე საკომიტეტო ფორმატში გაჟღერდება გზავნილები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ძირეულ ინტერესებთან, ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორისა ოკუპაციის საკითხი, ასევეა სხვა ეროვნული ინტერესები. უამრავი თემაა, რომლებიც პლენარულ და საკომიტეტო ფორმატებში განიხილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.