ირაკლი კობახიძე - ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია სამ მილიონ ლარამდე გაიზრდება
ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია სამ მილიონ ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, განკარგულება პრემიის გაზრდის თაობაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია 850 ათასი ლარის ოდენობით. გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღე გადაწყვეტილება, პრემიის მოცულობა გავზარდოთ სამ მილიონ ლარამდე. სამი მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.