ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მუდმივად აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ განცხადებებს
ევროპარლამენტში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მუდმივად აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ განცხადებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრობას“ უჭირს რამდენიმე ევროპარლამენტარის გარდა მხარდაჭერის მობილიზება, რადგან რეალურად ევროპარლამენტარები კარგად ხედავენ ყველაფერს, შესაბამისად „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე პარლამენტარის მხარდაჭერით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად გაისმას ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ასეთი განცხადებები გაკეთდება და სხვებისგან განსხვავებით იქნება დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეზე, ფაქტების რეალურ ანალიზზე. ჩვენ ველოდებით მხარდაჭერას, როგორც კონგრესმენებისგან ისე ევროპარლამენტარებისგან და სხვა პარტნიორებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.