ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის დოკუმენტის სულისკვეთება არის, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, სინამდვილეში, თვითონ ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ გააღვივა ქვეყანაში პოლარიზაცია
ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის დოკუმენტის სულისკვეთება არის, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, სინამდვილეში, თვითონ ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ გააღვივა ქვეყანაში პოლარიზაცია

ერთი საინტერესო რამ, რაც უნდა აღინიშნოს დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით – პირველივე პუნქტი, რომელიც არის აღნიშნული ევროკომისიის დოკუმენტში, არის სწორედ დეპოლარიზაცია.  თუმცა, ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ თავისთავად გააღრმავა პოლარიზაცია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტმა რადიკალურ ოპოზიციას მისცა პოლარიზაციის გაღვივების შესაძლებლობა.

„დოკუმენტმა რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის გაღვივების საშუალება მისცა, ანუ საითკენაც მოგვიწოდებს ეს დოკუმენტი და გადაწყვეტილება, ზუსტად იმის საპირისპირო რამე გააღვივა, სამწუხაროდ. არ ვიცი, რატომ არ ჰქონდათ, თუ ვერ ჰქონდათ გათვლილი ეს ევროკავშირში. ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ასეთია. ანუ, სულისკვეთება დოკუმენტის არის, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია. სინამდვილეში, თვითონ ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ გააღვივა ქვეყანაში პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ამასაც უნდა შეხედოს ევროკავშირმა სამომავლოდ, როდესაც გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.