ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები მივიღოთ  კონსენსუსის საფუძველზე
ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები მივიღოთ კონსენსუსის საფუძველზე

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ცხრა პრიორიტეტთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. თითოეულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო დისკუსიებია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტების შესრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე იყოს მიღებული.

„დღეს იმართება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, მადლობა ამ ფორმატისთვის პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის ხელმძღვანელებს. განხილვის ძირითადი თემა არის ის ცხრა პრიორიტეტი, რომელიც წარმოადგინა ევროკომისიამ მას შემდეგ, რაც გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. თითოეულ თემასთან დაკავშირებით იმართება საინტერესო დისკუსიები. ორ თემაზე უკვე იყო ასეთი დისკუსიები. რა თქმა უნდა, განხილვა გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ცხრა პრიორიტეტის შესრულებას დაუკავშირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.