ირაკლი კობახიძე - ევროკომისიიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები როცა გვხვდებიან, გვეუბნებიან, ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო, რაზეც ჩვენი პასუხია, მაშინ აუხსენით ხალხს მათი განცხადებები
ირაკლი კობახიძე - ევროკომისიიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები როცა გვხვდებიან, გვეუბნებიან, ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო, რაზეც ჩვენი პასუხია, მაშინ აუხსენით ხალხს მათი განცხადებები

ევროკომისიიდან კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები როცა გვხვდებიან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო. ამაზე ჩვენი პასუხია, მაშინ აუხსენით ხალხს მათი განცხადებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, ამას საჯაროდ ვერ იტყვიან და ევროპარლამენტის მიმართ უფატივისმცემლობას ვერ გამოხატავენ.

„საუბარია ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებზე და იმაზე, დახურულ შეხვედრებზე რაზეც არის საუბარი – ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზე. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი, ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის. დახურული შეხვედრაა, ვერ გამოვიტან გარეთ, მაგრამ ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან. საჯაროდ ვერ იტყვიან ამას, რადგან ევროპარლამენტის მიმართ საჯაროდ ვერ დააფიქსირებ უპატივისმცემლობას. გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია, ევროპული საბჭო და არა ევროპარლამენტი. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.