ირაკლი კობახიძე - ევროკომისიამ ითხოვა, რომ მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიციირება მოხდეს 8 ნოემბრამდე, მათი რეკომენდაციების შესაბამისად ვმოქმედებთ
ევროკომისიამ ითხოვა, რომ მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებით გარკვეული კანონპროექტის ინიციირება მოხდეს 8 ნოემბრამდე, ანუ ვიდრე ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდება. აქაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ვმოქმედებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქმე ეხება ინსტიტუციურ საკითხებს.
„საქმე ეხება მარეგულირებელი კომისიის შიგნით ინსტიტუციურ საკითხებს, მათ შორის, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მარეგულირებელი კომისიის წევრის სამსახურიდან დათხოვნა და ასე შემდეგ. ამ რეკომენდაციას ვასრულებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.