ირაკლი კობახიძე ერაყის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერაყის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალი მოჰან ალვანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს შეეხო. მხარეებმა იმსჯელეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და თავისუფალი ეკონომიკის განვითარების პროცესში საქართველოსა და ერაყის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე.
ხაზგასმით აღინიშნა დემოკრატიული განვითარების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმაზე.
ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობას და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს.
შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლების განმავლობაში, ერაყის მიერ სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევის მხრივ არსებულ პროგრესი. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს მიერ ამ მიმართულებით შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს გაუსვა ხაზი.
იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის განახლებისა და გაუმჯობესების საკითხზეც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში ქართული გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.