ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარიას თავი მოაქვს მთავარ ანტირუსად, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული, ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან ერიცხება კონკრეტული თანხები
ელენე ხოშტარია არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს მთავარ ანტირუსად, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან ერიცხება კონკრეტული თანხები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.
„ამაზე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. ეს არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტირუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან ერიცხება კონკრეტული თანხები. ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან და ამაზე ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გამოიტანოს თავისი დასკვნები“, – განაცხადა პრემიერმა.