ირაკლი კობახიძე - ეკა ტყეშელაშვილი ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელია, ასეთ ადამიანებს როცა ჭკუას ეკითხებიან საქართველოზე, სერიოზულ პრობლემებზე მეტყველებს
ეკა ტყეშელაშვილი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში არის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ასეთ ადამიანებს როცა ჭკუას ეკითხებიან საქართველოსთან დაკავშირებით, ეს მეტყველებს სერიოზულ პრობლემებზე.
„რაც შეეხება ეკა ტყეშელაშვილს, თქვენ იცით, როგორია მისი წარსული. მინდა, შეგახსენოთ, რომ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში არის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი. ასეთ ადამიანებს როცა ჭკუას ეკითხებიან საქართველოსთან დაკავშირებით, ეს მეტყველებს სერიოზულ პრობლემებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.