ირაკლი კობახიძე - „ედისონ რისერჩს“ საქართველოშიც და ამერიკაშიც გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ფაქტია, ეს ორგანიზაცია კონკრეტული ძალების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენება
ირაკლი კობახიძე - „ედისონ რისერჩს“ საქართველოშიც და ამერიკაშიც გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ფაქტია, ეს ორგანიზაცია კონკრეტული ძალების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენება

ბოლომდე დაანგრიეს „ედისონ რისერჩის“ რეპუტაცია, ასეთი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არავითარი ფასი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში აღნიშნულ ორგანიზაციას გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები.

„საქართველოში გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ამერიკაში გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები. ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია გამოიყენება კონკრეტული ძალების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისათვის. რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს ასეთი კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმით, რომ მათი მხრიდან ამერიკაშიც გაყალბდა ეგზიტპოლისა და კვლევის შედეგები“, – განაცხადა პრემიერმა.