ირაკლი კობახიძე - ე.წ. ციანიდის საქმეზე იყო გარკვეული სპეკულაციები, თუმცა ამ საქმეს პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოს მხრიდან კონკრეტულ კითხვებს პასუხები გაეცა.
მისი თქმით, საზოგადოებამ თავისი თვალით იხილა, რამდენად სწორად წარიმართა სასამართლოში ეს პროცესი.
კითხვაზე გამორიცხავს თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე მმართველი გუნდიდან ჩარევას, კობახიძე აცხადებს, რომ ჩარევის არანაირი ინტერესი არ არსებობდა.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა მცდელობა ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სხვანაირად წარმოეჩინა.
„იყო გარკვეული მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, კონკრეტულად, ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რომ სხვანაირად წარმოეჩინათ ეს მოვლენები, როცა პოლიტიკასთან ამას არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა. ეს იყო გარკვეული სპეკულაციები, თუმცა ეს იყო არაპოლიტიკური საქმე, არავითარი კავშირი ამას პოლიტიკასთან არ ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ინტერესი გამორიცხულია.
რა ინტერესი ჰქონდა კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას გარდა იმისა, რომ მათ სურთ ზოგადად ყველაფრის უარყოფითად წარმოჩენა, მე არ ვიცი. კონკრეტული ოპოზიციური პარტია იყო „ნაციონალური მოძრაობა“. „რუსთავი ორიც“ აწარმოებდა პროპაგანდას სასამართლოს წინააღმდეგ. რისთვის იყო ეს საჭირო, როცა მათ შორის ამ ტელევიზიითაც ვიხილეთ კონკრეტული კადრები, რომლებიც გარკვეულ ეჭვებს აჩენდა ამ საქმესთან დაკავშირებით. არ ვიცი, რაში სჭირდებოდა ეს ამ პარტიას, მის ტელევიზიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ადვოკატების საკასაციო საჩივარი ე.წ. ციანიდისსაქმეზე, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდადა დეკანოზი დამნაშავედ ცნეს შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში. საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მეორე ინსტანციამ უცვლელად დატოვა.