ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარათონს „თბილისი“ შეუერთდა.
ირაკლი კობახიძემ გარბენში შვილთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაცია ჩვენ ქალაქში, ჩვენ ქვეყანაში და დიდი სიხარული ვუერთდებით და დიდი ენთუზიაზმით ამ ინიციატივას, რომელიც ეკუთვნის ჩვენი ქალაქის მერს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მარათონი თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით დაფუძნდა და მიზნად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.