ირაკლი კობახიძე - ძალიან მკაფიო მოწოდებაა ოპოზიციის მიმართ, რომ შევიდნენ პარლამენტში, იმედია, ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს ასეთ მკაფიო განცხადებას
ირაკლი კობახიძე - ძალიან მკაფიო მოწოდებაა ოპოზიციის მიმართ, რომ შევიდნენ პარლამენტში, იმედია, ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს ასეთ მკაფიო განცხადებას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო. განიხილეს საარჩევნო ანგარიში, რომელიც იყო წარმოდგენილი ტინი კოქსის მიერ და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დამტკიცდა მონიტორინგის ანგარიში, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რეკომენდაციაა წარმოდგენილი.

„ეს რეკომენდაცია ასახავს ჩვენს სულისკვეთებას. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ყველა ის დარღვევა, რომელიც გამოვლინდა ამ არჩევნებში, უნდა იყოს აუცილებლად გადამოწმებული და სწორედ ამისთვის ვთავაზობთ ჩვენ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, ძალიან მკაფიო მოწოდებაა ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა.

„ჩვენ კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს ასეთ მკაფიო განცხადებას. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები ჩვენს დელეგაციასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის. ასევე, დღეს იყო განხილული ვიცე-პრეზიდენტების საკითხი და მოხარული ვარ, რომ მეორე ვადით ზედიზედ, დამტკიცებული ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე“, – განაცხადა კობახიძემ.