ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, არჩილ ძულიაშვილთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, პაატა კალანდაძესთან, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს ელჩთან, ნოშრევან ლომთათიძესთან, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩთან, ზაზა კანდელაკთან, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, ზურაბ მჭედლიშვილთან, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, ვახტანგ ჯაოშვილთან და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ ხამაშურიძესთან.

„ირაკლი კობახიძემ ელჩებთან მათი დიპლომატიური მისიების პრიორიტეტები განიხილა და კონკრეტული დავალებები მისცა. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.