ირაკლი კობახიძე - დიდი წინაპრები ჯერ არის პასუხისმგებლობა და მერე პრივილეგია, სალომე ზურაბიშვილს არ აღმოაჩნდა უნარი, ღირსეულად ეზიდა ეს პასუხისმგებლობა
სალომე ზურაბიშვილს არ აღმოაჩნდა უნარი, ღირსეულად ეზიდა პასუხისმგებლობა საკუთარი დიდი წინაპრების წინაშე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აღმოაჩნდა უნარი, ღირსეულად ეზიდა პასუხისმგებლობა
„აქ საუბარი იყო წინაპრებზე, განსაკუთრებით, განსაკუთრებული წარსულის მქონდე ადამიანზე, ნიკო ნიკოლაძეზე. მინდა, შევახსენო სალომე ზურაბიშვილს, დიდი წინაპრები ჯერ არის პასუხისმგებლობა და მერე პრივილეგია და სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილს არ აღმოაჩნდა უნარი, ღირსეულად ეზიდა ეს პასუხისმგებლობა საკუთარი დიდი წინაპრების წინაშე. ეს არის ძალიან სამწუხარო და განსაკუთრებით მძიმე მოვლენა“, – განაცხადა კობახიძემ.