ირაკლი კობახიძე - დიალოგი სუფთა პარტიული საკითხია და ლოგიკურია, რომ მას პარტიის თავმჯდომარე წარმართავს
არავითარ განცხადებას, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიანიშნებს დიალოგის დეტალებზე, ჩვენ არ გავაკეთებთ. იქ იყო საუბარი წითელ ხაზებზე, ყვითელ თუ ლურჯზე, ამაზეც ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას, რადგან ესეც არის დიალოგის დეტალები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დიალოგი პარტიული საკითხია და სწორედ ამიტომ, პროცესს პარტიის თავმჯდომარე წარმართავს.
„რაც შეხეება დიალოგში წარმომადგენლობას, რადგან ეს არის არსებითად დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის, მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვარ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ამ დიალოგში. შესაბამისად, ასე არის გადანაწილებული როლები. რაც შეეხება წინა შეხვედრას. წინა შეხვედრა ეს არ იყო დიალოგის ნაწილი. წინა შეხვედრა იყო მოსამზადებელი ნაწილი დიალოგისთვის. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა შარლ მიშელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის, აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ იმ დღეს სწორედ პრემიერი ესწრებოდა იმ შეხვედრას. რაც შეეხება დიალოგს ეს არის სუფთა პარტიული საკითხი და ლოგიკურია, მას პარტიის თავმჯდომარე წარმართავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.