ირაკლი კობახიძე - დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვიღებთ პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზეა ორიენტირებული
დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში. ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ამას უკავშირდება ის კამპანიები, რომლებიც ცესკო-ს წინააღმდეგ მიმდინარეობს.
„გასაგებია, რისთვისაც ემზადება ოპოზიცია. მათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ, თან ძალიან მძიმედ. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვიღებთ პარლამენტში. ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტორებულია ერთადერთ რამეზე, ეს არის არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა. ბუნებრივია, ამას უკავშირდრბა კამპანიები, რომლებიც ცესკო-ს წინააღმდეგ წარმოებს. ასეთი კამპანიები აბსოლუტურად უსუსურია, შესაბამისად, ოპოზიციას წარმატების შანში არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.