ირაკლი კობახიძე - დღევანდელი მოცემულობით, „ლელოს“ არავითარი შანსი არ აქვს, გადალახოს საარჩევნო ბარიერი, ელისაშვილი დაეხმარება 0,1 პროცენტით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „ლელოს“ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს.
როგორც მთავრობის მეთაურმა „ღამის კურიერში“ განაცხადა, „ლელოს“, შესაძლოა, ალეკო ელისაშვილი 0,1 პროცენტით დაეხმაროს.
„დღევანდელი მოცემულობით, არავითარი შანსი არ აქვს „ლელოს“, გადალახოს ბარიერი. ელისაშვილი, შეიძლება, დაეხმაროს 0,1 პროცენტით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.