ირაკლი კობახიძე - არჩევნებში გარე ჩარევა დღეს განსაკუთრებულად ინტენსიურია, თუმცა ადრეც ვერავინ ახერხებდა ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას და ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს რაიმე ეფექტი
ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, თუმცა ვერც ადრე მოახერხა ვინმემ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირება და ვერც ახლა ექნება ეფექტი გარე ჩარევებს.
„ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, ეს ჩარევა, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, მაგრამ ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ საქართველოში ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას, აქედან გამომდინარე, ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს ვერანაირი ეფექტი“, – განაცხადა პრემიერმა.