ირაკლი კობახიძე - დღეს გვყავს რამდენიმე ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაცია, იგივე პონგოები
არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე პირდაპირ იყო დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან, მას შემდეგ კი, რაც მათ არჩევნები წააგეს, გახდნენ ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციები,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, არის ასეთი ტერმინი გონგო (GONNGO), რაც ნიშნავს სამთავარობო არასამთავრობო ორგანიზაციას და არის ასევე ტერმინი პონგო – ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციები.
„შეიძლება, არსებობდეს მთავარობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე პირდაპირ იყო დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან და მას შემდეგ, რაც მათ არჩევნები წააგეს, გონგოები გახდნენ პონგოები, ანუ ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციები“,- განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის ყველასთან დიალოგისთვის.