ირაკლი კობახიძე - დღეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი
დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. კობახიძე ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეგახსენებთ, რომ მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე. გარდა ამისა, ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად, ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური“, – აცხადებს კობახიძე.