ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს მიმართა - მგონი საკუთარი თავის მაინც უნდა შეგვრცხვეს, თუ პუბლიკის არ გვრცხვენია [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სიჩუმისკენ მოუწოდა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დეპუტატებს თუ საუბარი სურთ, ამის ადგილი არის სხდომათა დარბაზის გარეთ.
„ვფიქრობ, საკუთარი თავის მაინც უნდა შეგვრცხვეს, თუ პუბლიკის არ გვრცხვენია. არ არის სწორი ასე მოქცევა. მომხსენებელი გამოდის, კოლეგა გამოდის. ვსაუბრობთ ერთმანეთში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო ტრიბუნასთან დეპუტატი ოთარ დანელია მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტს წარადგენდა, რომლის დროსაც დეპუტატების ურთიერთგადალაპარაკებების გამო, სხდომათა დარბაზში ხმაური იყო.