ირაკლი კობახიძე დეპუტატებს - დარბაზში ხმაურია, თუ ასე გავაგრძელებთ, ნევროზით დავამთავრებთ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელი პლენარულ სესიაზე კოლეგებს ხმაურისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ანგარიშთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.
დარბაზში რამდენჯერმე ხმაური იყო, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს სიჩუმის დაცვისკენ მოუწოდა, ხოლო ვისაც მოსმენა არ სურს, ურჩია, დარბაზს გარეთ ესაუბრა.
„კოლეგებო, დარბაზში არის ხმაური. თუ მუშაობას ასეთი ფორმით გავაგრძელებთ, უკვე ამ სესიაზე ნევროზით დავამთავრებთ. ამიტომ გთხოვთ, სიჩუმე დავიცვათ. ვისაც საუბარი სურს შეუძლია, გარეთ ისაუბროს. ვისაც მოსმენა სურს, კოლეგებს, მინისტრს შეუძლია, დარჩეს დარბაზში. ასე ვიმუშაოთ“, – მიმართა დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ.