ირაკლი კობახიძე დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი კობახიძე დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„სიტყვებით ძნელია ირაკლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გამოხატვა. ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი და თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესი მეგობარი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული“,-წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე.

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დღეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.